შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სტეფანე ბეთანელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო ხარკოვის უნივერსიტეტში. იგი რამდენიმე წელი მუშაობდა პეტერბურგში თერაპევტად, შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, საცხოვრებლად დამკვიდრდა ქუთაისში და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თავისი პროფესიით (ერთხანს იგი, როგორც თეთრი გვარდიის თადარიგის ოფიცერი, პირველ მსოფლიო ომშიც გაუწვევიათ ექიმად). ის ქუთაისში ფილტვებით დაავადებულებს მკურნალობდა ძირითადად. მთელი დასავლეთ საქართველოდან ჩამოჰყავდათ მასთან სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადების პაციენტები. სტეფანემ თავის უმცროს ძმასთან მიხეილთან დააფუძნა პატარა კერძო კლინიკა და წარმატებული პრაქტიკაც ჰქონიათ. ძმები კარგი შემოსავლის წყალობით დიდ ქველმოქმედებასაც ეწეოდნენ: გარდა უფასო მკურნალობისა, ფინანსურადაც ეხმარებოდნენ ღარიბებს (განურჩევლად აღმსარებლობისა და ეროვნებისა), შესაწირავი შეჰქონდათ კათოლიკურ ეკლესიაში. მიხეილ ბეთანელის და ელენე ბეთანელის ძმა. წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ. 140
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |