შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო კოსტანაშვილი-ბეთანელისა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 15 წლამდე კეთილშობილ ქალიშვილთა სადღეღამისო პანსიონში მიაბარეს, საიდანაც შინ მხოლოდ უქმე და დღესასწაულების დღეებში უშვებდნენ. 18 წლის ასაკში მან ქალთა გიმნაზია დაასრულა, რის შემდეგაც მამას პეტერბურგში ჩაუყვანია და თავისი უფროსი ვაჟის, ვიქტორისათვის (პროფესიით ფარმაცევტი) ჩაუბარებია. იქ ორი წელი სოფიომ კონსერვატორიაში ისწავლა, ფორტეპიანოს განხრით. იოსებმა, რომელიც "პიანინოზე დაკვრას" მაინცდამაინც სერიოზულ საქმედ არ თვლიდა, გადაწყვიტა, ქალიშვილი კონსერვატორიიდან ქალთა კბილის საექიმო ინსტიტუტში გადაეყვანა. ეს უმაღლესი სასწავლებელი იმპერატორის მეუღლის პატრონაჟის ქვეშ ყოფილა და ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა თურმე. კონსერვატორიიდან რომ კბილის საექიმოზე გადაიყვანეს, სოფიო ძალიან განაწყენებულა მამაზე, მერე მადლიერი იყო მისი ამ გადაწყვეტილების, რომ მისი კბილის ექიმობა და მამისაგან ნაჩუქარი თერაპიული, ქირურგიული და ორთოპედიული სტომატოლოგიური კაბინეტის სრული აღჭურვილობა, იმ გაჭირვებულ წლებში შიმშილით დაიხოცებოდა მთელი ოჯახი. კაბინეტი მხოლოდ იმიტომ არ დაუხურეს, ქუთაისის შინსახკომის და ჩეკას უფროსები მისი პაციენტები იყვნენ. სოფიო დილიდან დაღამებამდე მუშაობდა, სახლის პირველ სართულზე მოწყობილ კაბინეტში იღებდა პაციენტებს. ალექსანდრე ბეთანელის დედა, ვალერიან კოსტანაშვილის და. წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.147-151
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |