შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თორნიკე ჭეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით 2013 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლის მაგისტრის ხარისხით 2015 წელს. 2010-2014წწ. - ა(ა)იპ "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია", პრეზიდენტი; 2011-2012წწ. - საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება", სამართლის სისტემის დარგობრივი ჯგუფის წევრი; 2014 წელს - თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2014-2016წწ. - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე; 2016-2022წწ. - კავკასიის უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 2017-2018წწ. - პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მთავარი სპეციალისტი; 2017-2024წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2018-2021წწ. - პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი; 2021-2022წწ. - საქართველოს საპარტიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 2017-2019-2020 - საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მდივანი; 2021-2024წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2024 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |