Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სტეფანე მურვანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1907 წელს; ქ. ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1913 წელს. ოდესის ჰოსპიტალში მცირე ხნით მუშაობის შემდეგ, პეტერბურგის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, მივლინებულ იქნა დაღესტნის ერთ-ერთი ოლქის საავადმყოფოს გამგე - ექიმად. 1915 წელს კავკასიის ფრონტზე არტილერიის დივიზიის მთავარი ექიმის მოვალეობას ასრულებდა. ომის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთში (სამხედრო სანიტარული ნაწილში უფროსად); ახალციხეში (ჯანმრთელობის დაცვის გაყოფილების გამგედ), ბორჯომში (საკურორტო სამმართველოს საექიმო პუნქტის გამგედ). 1924 წლიდან დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ ქუთაისში. აქ დაინიშნა ქუთაისის მთავარი საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგედ. 1926 წლიდან იყო პასტერის ქვესადგურის გამგე, სადაც მუშაობდა პენსიაში გასვლამდე. იგი სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა აქტიურ სამედიცინო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო ავტორი მრავალი საგაზეთო წერილისა. ექიმთა საზოგადოების წინაშე წაკითხული აქვს მრავალი მოხსენება ცოფით დაავადების კლინიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებზე. კითხულობდა საჯარო ლექციებს წარმოება-დაწესებულებებში. 1951-1958წწ. ექიმი ხელმძღვანელობდა ქ. ქუთაისის ჰიგიენისტთა და სანიტარულ ექიმთა სამეცნიერო საზოგადოებას. წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ, იმავდროულად განაგებდა საფერშლო ტექნიკუმს. აქვე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენითა და მედლებით. ექიმ სიმონ მურვანიშვილის ძმა. წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.169-171 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |