The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა აკობიძე

ნანა აკობიძე
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1975  (50 წლის)
კატეგორია:პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მახურა, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1997 წელს.

სტუდენტობის პერიოდიდან მუშაობდა გაზეთებში: "ახალგაზრდა ივერიელი", "დრო", "ახალი თაობა"; სტუდენტობის წლებში დააარსა გაზეთი "ექსპერიმენტი"; რამდენჯერმე იყო მივლინებული აფხაზეთის ომში, როგორც სპეციალური კორესპონდენტი; 1994 წლიდან არის ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, საიდანაც მიღებული აქვს, "1998 წლის საუკეთესო ჟურნალისტის" სერთიფიკატი; 1999 წლიდან არის გაზეთ "ივერია ექსპრესის" რედაქტორი და ერთ–ერთი დამფუძნებელი; მონაწილეობს ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის პროექტებში. არის რამდენიმე წიგნის ავტორი (პოეტური და პროზაული კრებულები), მათ შორის ორი პუბლიცისტური: "რაიკომის მდივანი – არადროული მანიფესტაცია" და "ადვოკატი რჩეულიშვილი". გამომცემელი, მედიამკვლევარი.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.81; გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1994-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: