შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ მურვანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის სამრევლო სკოლაში, შემდეგ კლასიკურ გიმნაზიაში; უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დიპლომიანი ექიმი სტომატოლოგი სიმონი თავის პროფესიულ საქმიანობას იწყებს რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, ბოლოს მოსკოვში დამკვიდრდა. მას საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაუგრძელებია სამედიცინო ხაზით საქმიანობა - საკუთარ სახლში, ქუთაისში დაუწყია პაციენტების მიღება. ის ერთხანს ზესტაფონშიც მუშაობდა, იქვე ცხოვრობდა ოჯახით, შემდეგ ისევ ქუთაისში გადასულა და გაუგრძელებია საქმიანობა სპეციალობით. ექიმ სტეფანე მურვანიშვილის ძმა, ვიოლეტა მურვანიშვილის მამა. წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.172
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |