The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ლოგუა

ლევან ლოგუა
Date of birth:9 January, 1954
Date of death:27 September, 1993  (at 39 years)
Burial location:დიღმის ძმათა სასაფლაო, თბილისი.
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

1970-1975 წლებში სწავლობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, ამავე დროს მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

1975-1976 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. დემობილიზაციის შემდეგ იყო სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატულ თეატრის მსახიობი. იყო გამორჩეული დეკლამატორი. მისი ფირი შეტანილი იყო აფხაზეთის რადიოს ოქროს ფონდში. გადაღებულია ფილმებში: "კრაზანა", "მტვერი მზის ქვეშ" და  დავით რონდელის ფილმში "საჰაერო ხიდი". გატაცებული იყო ფოტო-ხელოვნებით. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში დაიკარგა უგზო-უკვლოდ. 2024 წლის აგვისტოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იან წლებში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული ლევან ლოგუას ნეშტი გადმოსვენებულ იქნა თბილისში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge


Share: