The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ამუზაშვილი

გიორგი ამუზაშვილი
დაბადების თარიღი:31 მაისი, 1980  (44 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსი სპეციალობით ელექტრული სადგურები 2001 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა სპეციალობით ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა და განაწილება და მიენიჭა ელექტროენერგეტიკის მაგისტრის ხარისხი 2005 წელს; 2014 წელს მიიღო პროექტის მართვის მაგისტრის სერტიფიკატი ჯორჯვაშინგტონის უნივერსიტეტში (აშშ).

2003–2005წწ. "East Energy Corporation"-ში ხადორის ჰიდროელექტროსადგურის ინჟინერ-ოპერატორი; 2006–2009წწ. "Energy Invest"-ში გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგურის ცვლის უფროსი; 2009 წლიდან მუშაობდა სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" სხვადასხვა პოზიციებზე: 2009-2011წწ. ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერი; 2011–2012წწ. ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის უფროსი დისპეტჩერი; 2012-2013წწ. ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის მთავარი დისპეტჩერის მოადგილე; 2013 წელს ტექნიკური ინსპექციის სამსახურში უფროსი ინჟინერი; 2013-2016წწ. ქვესადგურების განვითარების პროექტების მენეჯერი, WAM-ის პროექტის მენეჯერი; 2017-2021წწ. დირექტორი დისპეტჩერიზაციის საკითხებში, მმართველთა საბჭოს წევრი; 2021 წლიდან დირექტორი ოპერატიული რეჟიმების და დისპეტჩერიზაციის საკითხებში, დირექტორთა საბჭოს წევრი; 2016-2017წწ. BPCaspian Sea Exploration-ში, პროექტის მენეჯერი. არის 20-ზე მეტი სტატიის ავტორი CIGRE-დიდი ელექტროენერგეტიკულ სისტემების საერთაშორისო საბჭოს ფარგლებში. თანაავტორი წიგნის "CEERC CIGRE" ისტორია (Early electrification andenpowerment of region where current electricity was born). არის 40-მდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სიმპოზიუმისა და ფორუმის მონაწილე: 2019 წელს CIGRE დანიის სიმპოზიუმი, 2021 წელს CIGRE SEERC-ის კონფერენცია, 2022 წელს CIGRE ავსტრიის სიმპოზიუმი, 2023 თურქეთის სიმპოზიუმი, 2024 წელს CIGRE პარიზის სესია. ენერგეტიკოსი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • CIGRE-დიდი ელექტრო ენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭო, საქართველოს თავმჯდომარე (2018-)
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი (2025-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი

გააზიარე: