The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია ნიკოლაიშვილი

გია ნიკოლაიშვილი
Other name:გენადი ნიკოლაიშვილი
Date of birth:9 September, 1956
Date of death:10 July, 1993  (at 36 years)
Burial location:ნუცუბიძის ფერდობის საქალაქო სასაფლაო, თბილისი
Category:Engineer, Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ვანი.

დაამთავრა კიევის  უმაღლესი საინჟინრო  რადიო-ტექნიკური  სამხედრო სასწავლებელი.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს, გია ნიკოლეიშვილი 1992 წლის 1 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს მე-2  საარმიო  კორპუსის საბრძოლო მომზადების კადრებისა და სამწყობრო განყოფილების  უფროსად. კაპიტანი გია ნიკოლეიშვილი  1993 წლის 10 ივლისს  სოფელ  შრომის  მისადგომებთან  საბრძოლო ოპერაციის დროს დაიღუპა - ასრულებდა შტაბის უფროსის მოვალეობას შრომის ბატალიონში. დაკრძალული იყო სოხუმში ძმათა სასაფლაოზე. 2024 წლის აგვისტოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იან წლებში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული გია (გენადი) ნიკოლაიშვილის ნეშტი გადმოსვენებულ იქნა თბილისში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

Awards and Honors

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: