The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა სიჭინავა

ვაჟა სიჭინავა
Date of birth:18 August, 1971
Date of death:30 April, 1993  (at 21 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე.

აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. 1988 წლის სექტემბერში მონაწილეობდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაცვის მოთხოვნისათვის გამართულ დემონსტრაციაში, მონაწილეობდა აგრეთვე აჭარიდან სტიქიური უბედურების შედეგად ჯავახეთში გადასახლებულთათვის სახლების მშენებლობაში სოფელ კოთელიაში. ვაჟა სიჭინავა წარმატებით ასპარეზობდა საიალქნო სპორტში. იგი 1991 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს სახელით, იახტით "კოლხეთი" მონაწილეობდა ეგეოსის ზღვის რეგატაში. მან ამ შეჯიბრში, თავის მეგობრებთან ერთად, ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს  მოხალისედ წავიდა აფხაზეთში, იბრძოდა წინა ხაზზე. იყო სწრაფი რეაგირების ჯგუფის "იუპიტერის" წევრი. დაიღუპა 1993 წლის 30 აპრილს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს.  ვაჟა სიჭინავას სახელი მიენიჭა ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.378-379


Share: