შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ნაზარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1916 წელს. 1923-1936წწ. მივლინებული იყო გერმანიაში. უცხოეთში კიდევ უფრო ფართო განათლება მიიღო მედიცინის მიმართულებით, განსაკუთრებით, დახელოვნდა რენტგენოლოგიაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1935-1938წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიის კათედრას; 1938-1958წწ. ეს თანამდებობა ეკავა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. 1958-1972წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად სამეცნიერო მუშაობასაც ეწეოდა: 1949 წელს დაიცვა დისერტაცია, მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1951 წლიდან მუშაობდა პროფესორად უმაღლეს სასწავლებელში. იგი ძირითადად შეისწავლიდა რენტგენო-რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის საკითხებს, ახალშობილთა ძვლის თანდაყოლილ ათაშანგს, საშვილოსნოს ფიბრომის სხივურ მკურნალობას და სხვ. რენტგენოლოგი. წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ. 202-204 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |