The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარადი ანასაშვილი

მარადი ანასაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1960 წელს.

1961 წელს მუშაობდა გაზეთ, "ყვარელის" პასუხისმგებელ მდივნად; 1963-1980 წწ. გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" სამართლისა და მორალის განყოფილების გამგედ; 1980-1984წწ. გაზეთ "კომუნისტის" კორესპონდენტად; 1984–1990წწ. ამავე გაზეთის აგიტაცია–პროპაგანდის განყოფილების გამგის მოადგილედ; 1992–1993წწ. იყო გაზეთ, "კაბადონის" საზოგადოებრივ–პოლიტიკური განყოფილების გამგე; 1993-1994წწ. მუშაობდა ქალთა გაზეთის რედაქტორის მოადგილედ, გაზეთ "კახეთის" მთავარ რედაქტორად, გაზეთ "მშვიდობა ყოველთას" მთავარ რედაქტორად; 1995 წლიდან იყო გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" მიმომხილველი. ავტორია წიგნების: "მოგონებები" (1989) და "გზები" (1999). 

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.82

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

გააზიარე: