The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ სოხაძე

ნუგზარ სოხაძე
დაბადების თარიღი:7 დეკემბერი, 1955
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 1993  (37 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაუკლტეტი 1982 წელს.

მუშაობდა ზუგდიდის ჩაის გადამწონ ფაბრიკაში ტექნოლოგად. 1988 წლიდან მსახურობდა სოხუმის საქალაქო საბჭოში მთავარ ინჟინრად. 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დანიშნეს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის მეორე ოცეულის მეუთაურად. ჯერ ტამიშთან იბრძოდა, 1993 წლის 15-17 მარტს კი გუმისთაზე. აქტიურად მონაწილეობდა  ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის მიერ განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებში. 1992 წლის 23 დეკემბერს სამშობლოსა და ერის წინაშე თავდადებისთვის საქართველოს სახელმწიფო მეთაურისგან მადლობის წერილი მიიღო. დაიღუპა 1993  წლის 18 სექტემბერს სოხუმში ერთ-ერთი საბრძოლო მოქმედების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.382-383

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: