The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ მინდიაშვილი

მერაბ მინდიაშვილი
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1957
გარდაცვ. თარიღი:18 მარტი, 1991  (34 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქემერტი, ცხინვალის რაიონი.

1975-1977 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა ქ. ხაბაროვსკში, შემდეგ სწავლა გააგრძელა ქარელის მექანიზაციის ტექნიკუმში. 1980-1990 წლებში მუშაობდა თამარაშენის მეკურდღლეობის მეურნეობაში მძღოლად. 1989 წლიდან ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. 1990 წლის 22 ივნისს შევიდა წმინდა ილია მართლის საზოგადოებაში, რომლის წევრიც იყო სიცოცხლის ბოლომდე. აქტიურად იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად სამაჩაბლოში, სადაც მან ხალხის დიდი ნდობა და სიყვარული დაიმსახურა. დაიღუპა ტრაგიკულად.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.303-304


გააზიარე: