The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ჩილინგარიშვილი

თამარ ჩილინგარიშვილი
Date of birth:12 November, 1894
Date of death:1968  (at 73 years)
Burial location:ქუთაისი
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა ქალაქ ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელი 1915 წელს; იმავე წელს ჩაირიცხა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, 1919 წლიდან კი განაგრძო სწავლა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.

1923 წლიდან მუშაობა დაიწყო ქუთაისის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის ექიმ - ლაბორანტად. მან მეტად რთული და საჭირო სპეციალური ლაბორატორიული გამოკვლევების მეთოდების ათვისებითა და სრულყოფით დიდი სამსახური გაუწია რიგ ინფექციურ სნეულებათა დიაგნოსტიკასა და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას. 1927 წლიდან მუშაობს ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგედ. მისი პირადი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ქუთაისის ტუბდისპანსერში მოეწყო კანისა და ვენერულ სნეულებათა სამკურნალო, ხოლო ფიზიოთერაპიულ საავადმყოფოსა და N1 პოლიკლინიკაში კლინიკო-დიაგნოსტიკური და სეროლოგიური ლაბორატორიები. ის თავისი პრაქტიკული მოღვაწეობის პერიოდში, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით რამდენჯერმე იმყოფებოდა მოსკოვის, ხარკოვისა და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტების ექიმთა დახელოვნების კურსებზე. ნაყოფიერ საზოგადოებრივ მუშაობასაც ეწეოდა. წლების განმავლობაში ქუთაისის ექიმთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი იყო. წაკითხული აქვს ათამდე სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათის მოხსენება. ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელში კითხულობდა ლექციებს მიკრობიოლოგიაში, იყო სპეციალიზირებული ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი.

წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ. 205-206


Share: