შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონ ბაღოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს. მისი წინაპრები ამ ქალაქში XIX საუკუნის ბოლოს ჩამოსულან ახალციხიდან (კერძოდ, რაბათიდან). 1936-1940წწ. მუშაობდა ხულოს რაიონულ საავადმყოფოში მთავარ ექიმად, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში ქირურგად. 1951 წელს დაინიშნა ბათუმში ახალგახსნილი ონკოლოგიური დისპანსერის მთავარ ექიმად. აჭარაში ერთ-ერთი პირველი ოტორინოლარინგოლოგი. ექიმ ვაჟა ბაღოშვილის მამა. წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ. 207 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |