The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ არობელიძე

ოთარ არობელიძე
Date of birth:1930
Date of death:2002  (at 72 years)
Category:Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1955 წელს; მოსკოვის სკკპ ცკ–სთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლის პრესის, რადიოსა და ტელევიზიის განყოფილება, ეკონომიკის განხრით 1964 წელს.

მუშაობდა საქდესის რესპუბლიკური ინფორმაციის რედაქტორად; შემდეგ გაზ, "კომუნისტის" რედაქციაში, სადაც ჯერ ილუსტრაციის, შემდეგ კი მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგედ; მუშაობა კვლავ გაზეთ, "კომუნისტის" რედაქციაში განაგრძო; 1969-1977წწ. გადაიყვანეს საკავშირო გაზეთ "სოციალისტიჩესკაია ინდუსტრიას" საკუთარ კორესპონდენტად, ამიერკავკასიის სამ რესპუბლიკაში; შემდეგ იყო გაზეთების: "კომუნისტის" მრეწველობისა და ტრანსპორტის, "სოფლის ცხოვრების" პარტიული განყოფილების გამგე; აქვე დააწინაურეს ჯერ მთავარი რედაქტორის პირველ მოადგილედ, შემდეგ მთავარ რედაქტორად. მალე გაზეთ "საქმის" მთავარი რედაქტორის მოადგილე გახდა. 1992 წელს დააარსა და რედაქტორობდა გაზეთ,"ახალ ეკონომიკას". 1994-1996წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს პრესცენტრის უფროსი; შემდეგ მუშაობდა გაზეთების: "რეზონანსისა" და "თბილისის ფოსტის" მთარგმნელად; ნარკვევისათვის "სტუმრად მიხეილ შოლოხოვთან" მიანიჭეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ჟურნალისტთა კავშირის პრემია; 1978 წელს სსრკ კვების მრეწველობის სამინისტროს კოლეგიის გადაწყვეტილებით, დაჯილდოვდა მედლით "სოციალისტური შეჯიბრების წარჩინებული", საბჭოთა კავშირის ჟურნალისტთა კავშირის პრემია. რედაქტორი, ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დოცენტი.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.82

Member of Organizations

  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1959-)
  • საქველმოქმედო საზოგადოება "თბილისელი" , წევრი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1981 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
    პრესაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის

Share: