Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადისლავ ანანიევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1963-1969 წლებში მუშაობდა ფოთში საქართველოს საოკეანო თევზსაჭერ სამმართველოში დამხმარე მექანიკოსად. 1964 წლამდე მსახურობდა მაროკოში, გიბრალტარში, ატლანტიკის ოკეანეში, საქართველოს საოკეანო თევზსაჭერ სამმართველოში მეზღვაურის თანამდებობაზე, 1969 წლის 5 მაისიდან 1971 წლის 5 მაისამდე მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1972 წლიდან მუშაობდა თბილისის ელექტროშემდუღებელ მოწყობილობათა ქარხნის საიარაღო საამქროში მე-6 თანრიგის შიგამჩარხავად. იყო დამსახურებული დონორი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ვლადისლავ ანანიევი, როგორც ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, მოხალისედ გამოცხადდა სამხედრო განყოფილებაში. 1992 წლის 27 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე იყო 102-ე ბატალიონის შტაბის უფროსი. დაიღუპა 1993 წლის 28 ივლისს ვლადისლავ ანანიევი დაიღუპა ტამიშის ხიდთან საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.52 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |