შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლაზარე მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მეღვრეკისი, გორის რაიონი. ლაზარე მაისურაძე, ხელობით მეჩექმე, ხალხოსნურ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ახალგაზრდობიდანვე აქტიურად ჩაება და თავის სახელოსნოში, მუშა-ხელოსნებს მთავრობისა და საზოგადოებრივი უსამართლობის წინააღმდეგ აგიტაციას უტარებდა, რის გამოც მეფის მთავრობამ სახელოსნო დაუკეტა. რევოლუციური იდეებით გატაცებული, ჯარისკაცთა შორისაც ეწეოდა პროპაგანდას, რისთვისაც შეიპყრეს და კატორღა მიუსაჯეს, მაგრამ მანიფესტით სასჯელი შეუმცირდა და მხოლოდ 6 თვე იჯდა ციხეში. 1890-იან წლებში სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა და მიხეილ მეტეხელთან ერთად მუშათა ხელნაწერ ჟურნალს გამოსცემდა. წერდა ლექსებს, წერილებს და მოთხრობებს, სადაც გლეხთა და მუშათა ყოფა-ცხოვრებას აღწერდა. ჟურნალ "კვალში" აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, მოთხრობებში გლეხთა და მუშათა ყოფა-ცხოვრება აქვს ასახული ("ყეენობა", "ბოგანო"), როგორც სცენისმოყვარე სახალხო წარმოდგენებშიც ღებულობდა მონაწილეობას. 1905 წლის რევოლუციური გამოსვლების დროს, თბილისში, ერთობის უბანში ასისთავი იყო და უბნის მუშებს მეფის მთავრობის გამოსვლების წინააღმდეგ აიარაღებდა. ხალხოსანი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.9-10 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |