Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლია ამირანაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგის, ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებელის კვალიფიკაციით 1983 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1994 წელს. 1984-1994წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის მიკობაქტერიების ლაბორატორიაში: 1984 წელს ლაბორანტი; 1984-1989წწ. უფროსი ლაბორანტი; 1989-1994წწ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-2019წწ. სსიპ ს. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი მიკობაქტერიებისა და საფუვრების ბიოქიმიის ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005-2008წწ. მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტი. მაგისტრატურის განყოფილება, სამაგისტრო პროგრამების დირექტორი; 2008-2011წწ. მარკეტინგული და მედიაკომუნიკაციების ინსტიტუტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულება, მიმართულების ხელმძღვანელი, ასისტენტ პროფესორი; 2016 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე: 2016-2017წწ. მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2017-2021წწ. ასოცირებული პროფესორი; 2018-2021წწ. აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი; 2021 წლიდან სრული პროფესორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2008). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |