The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალიკო ტალახაძე

ვალიკო ტალახაძე
Legal name:ილარიონ ტალახაძე
Date of birth:1894
Date of death:1974  (at 80 years)
Category:Lawyer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩიხა, შორაპნის მაზრა.

სოფლის დაწყებითი სკოლის შემდეგ სწავლა გააგრძელა ჭიათურის საქალაქო სასწავლებელში.

1914 წელს გაიწვიეს არმიაში, სადაც 1917 წლამდე მსახურობდა. 1920-1921წწ. იყო დაღესტნის ასსრ საგანგებო კომიტეტის თავმჯდომარე. 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, დაბრუნდა სამშობლოში, სადაც დაინიშნა სამხედრო - რევოლუციური ტრიბუნალის თავმჯდომარედ. 1921-1922წწ. სამხედრო-საზღვაო შტაბის კომისარია. 1922-1924წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა კომისრის მოადგილედ. 1926-1928წწ. იუსტიციის სახკომის მოადგილეა. 1926 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს პროკურორია. 1928-1931წწ. იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 1936-1946წწ. საქართველოს სსრ პროკურორი. 1933-1936წწ. თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი. იყო სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლის თეორიის კათედრის გამგე და საბჭოთა სამართლისა და საბჭოთა მშენებლობის ლექტორი საქართველოს კ.პ.(ბ) ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ რესპუბლიკურ ორწლიან პარტიულ სკოლაში. იყო საქართველოს სს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დიდი სამამულო ომის წლებში მუშაობდა რესპუბლიკის პროკურორად. იუსტიციის მე-2 კლასის სახელმწიფო მრჩეველი.

წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge; საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. ივერიელი: dspace.nplg.gov.ge; 1947 წლის 9 თებერვალს ყველანი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე : ხმა მიეცით ილარიონ ტალახაძეს : პლაკატი. - თბ.,1947. - 1გვ.

Awards and Honors

  • 1946 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: