The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლერი ასლანიკაშვილი

ლერი ასლანიკაშვილი
სხვა სახელი:ლევან ასლანიკაშვილი
დაბადების თარიღი:28 მაისი, 1969
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 1993  (23 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი არადუ, ოჩამჩირის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არადუ, ოჩამჩირის რაიონი.

დაამთავრა კონსტანტინე ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებული სამხედრო სასწავლებელი და მოსკოვის ავტოსაინჟინრო უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაება დამოუკიდებელი საქართველოს აღორძინებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში. ჩაირიცხა გულრიფშის რაიონში დისლოცირებული ახლად ჩამოყალიბებულ ბატალიონში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის აგვისტოში მოხალისეთა რიგებში ჩადგა და სოხუმის 23-ე ბრიგადის 1 ბატალიონის მებრძოლი გახდა. 1993 წლის 1 თებერვლიდან ირიცხებოდა სამთო-მსროლელი ასეულ "სკორპიონის" პირველ ოცეულში. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციებში. დაიღუპა 1993 წლლის 16 მარტს მდინარე გუმისთაზე შემოტევის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge; აფხაზეთის მეომართა კავშირი: amk.geyoutube.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: