The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ჩებანოვი

ალექსანდრე ჩებანოვი
Date of birth:17 November, 1955
Date of death:14 April, 2011  (at 55 years)
Burial location:შუქურას სასაფლაო, ფოთი
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემთწამყვან-სანავიგაციო ფაკულტეტი ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1995 წელს.

ზღვაში საქმიანობა ფოთის საოკეანო თევზჭერის სამმართველოს ტრაულერებზე დაიწყო; 1983 წლიდან რადიოოპერატორად, მოგვიანებით კი რადიოსადგურის უფროსად ცურავდა საოკეანო თევზსაჭერ ტრაულერებზე: «РУСЛАН» (1983), «РУСТАВИ» (1985), «ГУРИЯ»(1986), «АХУН» (1988), «ВЛАДИМИР СИМОНОК» (1989), «ЦХАЛТУБО» (1990), «БАТУМИ» (1992), «ПОНТО» (1994), «ГРАНУЛИТ» (1999), მოგვიანებით კი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მცურავ შემადგენლობაში ჩაირიცხა და რადიოსადგურის უფროსად ცურავდა  სანაოსნოს ბალკერ «ХУДОЖНИК ВЛАДИМИР СЕРОВ»-სა და ტანკერ «КАПИТАН А. КАЧАРАВА»-ზე; 1990 წელს ზღვაში საქმიანობის პარალელურად სასწავლებლად შევიდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემთწამყვან-სანავიგაციო ფაკულტეტზე; 1995 წელს პროფესიული საქმიანობა შორეული ნაოსნობის შტურმანად განაგრძო; კაპიტნის მეორე თანაშემწედ ცურავდა მშრალტვირთა გემ «ЮРИЙ САВИНОВ»-ზე; 2003 წელს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციაში მიიღო კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი და მომდევნო წლებში საქმიანობა სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიების გემებზე განაგრძო; ცურავდა კომპანია «MARINE SERVICES»-ის ატლანტიკის ტიპის საოკეანო სუპერტრაულერ «AL RAHMA»- ს, ტრაულერ «RISHRO»-სა და სხვა არაერთი გემის კაპიტნის მეორე თანაშემწედ.

წყარო: პაატა ტაბაღუას ქართული საზღვაო საავტორო გვერდი: facebook.com


Share: