შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ჩებანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემთწამყვან-სანავიგაციო ფაკულტეტი ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1995 წელს. ზღვაში საქმიანობა ფოთის საოკეანო თევზჭერის სამმართველოს ტრაულერებზე დაიწყო; 1983 წლიდან რადიოოპერატორად, მოგვიანებით კი რადიოსადგურის უფროსად ცურავდა საოკეანო თევზსაჭერ ტრაულერებზე: «РУСЛАН» (1983), «РУСТАВИ» (1985), «ГУРИЯ»(1986), «АХУН» (1988), «ВЛАДИМИР СИМОНОК» (1989), «ЦХАЛТУБО» (1990), «БАТУМИ» (1992), «ПОНТО» (1994), «ГРАНУЛИТ» (1999), მოგვიანებით კი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მცურავ შემადგენლობაში ჩაირიცხა და რადიოსადგურის უფროსად ცურავდა სანაოსნოს ბალკერ «ХУДОЖНИК ВЛАДИМИР СЕРОВ»-სა და ტანკერ «КАПИТАН А. КАЧАРАВА»-ზე; 1990 წელს ზღვაში საქმიანობის პარალელურად სასწავლებლად შევიდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემთწამყვან-სანავიგაციო ფაკულტეტზე; 1995 წელს პროფესიული საქმიანობა შორეული ნაოსნობის შტურმანად განაგრძო; კაპიტნის მეორე თანაშემწედ ცურავდა მშრალტვირთა გემ «ЮРИЙ САВИНОВ»-ზე; 2003 წელს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციაში მიიღო კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი და მომდევნო წლებში საქმიანობა სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიების გემებზე განაგრძო; ცურავდა კომპანია «MARINE SERVICES»-ის ატლანტიკის ტიპის საოკეანო სუპერტრაულერ «AL RAHMA»- ს, ტრაულერ «RISHRO»-სა და სხვა არაერთი გემის კაპიტნის მეორე თანაშემწედ. წყარო: პაატა ტაბაღუას ქართული საზღვაო საავტორო გვერდი: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |