The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ბეგიაშვილი

მანანა ბეგიაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1982 წელს.

1984 წელს გაიარა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტთან არსებული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები; 1987-1988წწ. დაამთავრა საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტი ჟურნალისტიკის სპეციალობით.

სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა გაზეთებში "თბილისი", "ახალგაზრდა კომუნისტი", "წიგნის სამყარო", "სოფლის ცხოვრება", "ქალთა გაზეთი", "საქართველოს რესპუბლიკა", "გაუხმაურებელი ფაქტები", "შანსი", "კვირის პალიტრა". ჟურნალებში: "ბომონდი", "XX საუკუნე"; მუშაობდა თეთრიწყაროს რადიოს რედაქტორად, მაუდ–კამვოლის კომბინატის რადიოს რედაქტორად, გაზეთ "ფანტაზიას" რედაქტორად და ამავე კომბინატის პრესცენტრის ხელმძღვანელად, აგრეთვე თბილგვირაბმშენის გაზეთში. იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თბილისის ორგანიზაციის კონსულტანტი.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.86

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი (ფედერაცია), წევრი (1986-)

გააზიარე: