The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ აფციაური

მალხაზ აფციაური
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1971
გარდაცვ. თარიღი:4 დეკემბერი, 1992  (21 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის ოქტომბერში მალხაზ აფციაური საქართველოს ეროვნულ გვარდიაში ჩაეწერა, ჩაირიცხა რუსთავის ბატალიონში. სამხედრო მომზადების შემდეგ, რუსთავის ბატალიონი ზემდეგი, მალხაზ აფციაური 27 ნოემბერს აფხაზეთში გააგზავნეს. დაიღუპა 1992 წლის 4 დეკემბერს მდინარე გუმისთასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.59-60


გააზიარე: