შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კარსანი, მცხეთის რაიონი. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა 1905 წლიდან. უმთავრესად, ტექნიკურ დავალებებს ასრულებდა (მიტინგებსა და წრეების კრებებს იწვევდა. დევნილ რევოლუციონერებს იფარავდა თავის ბინაზე). მის ბინაზე იმალებოდა მეფის მთავრობისაგან დევნილი, არალეგალურად მცხოვრები კობა–იოსებ ჯუღაშვილი (და ისეთი მზრუნველობით ეპყრობოდა ნინო, რომ კობამ ტყვიის ჩაჭრით, ძველი წესის მიხედვით დად გაიფიცა). აქვე ჰქონდათ ბინა დევნილ რევოლუციონერებს ვასილ ჟღენტს, ილია იმერლიშვილს, ვასო ფარესიშვილსა და სხვ. ცნობილი იყო, როგორც მოხერხებული კონსპირატორი, უშიშარი, დაუზარელი და მტკიცე ნებისყოფის, უანგარო, რევოლუციისთვის თავდადებული მუშაკი. რევოლუციური მოღვაწეობისთვის მეფის მთავრობამ 1913 წლის 15 იანვრის შეიპყრო, 10 თვე გამოძიებაში ჰყავდა, რის შემდეგ 8 წლით კატორღა მიუსაჯეს. კატორღიდან დაბრუნდა 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. ციხეში იჯდა შვილთან ერთდ. რევოლუციონერი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.10
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |