The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო მაისურაძე

ოფიციალური სახელი:ნინო ბურდული
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1883  (141 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კარსანი, მცხეთის რაიონი.

რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა 1905 წლიდან. უმთავრესად, ტექნიკურ დავალებებს ასრულებდა (მიტინგებსა და წრეების კრებებს იწვევდა. დევნილ რევოლუციონერებს იფარავდა თავის ბინაზე). მის ბინაზე იმალებოდა მეფის მთავრობისაგან დევნილი, არალეგალურად მცხოვრები კობა–იოსებ ჯუღაშვილი (და ისეთი მზრუნველობით ეპყრობოდა ნინო, რომ კობამ ტყვიის ჩაჭრით, ძველი წესის მიხედვით დად გაიფიცა). აქვე ჰქონდათ ბინა დევნილ რევოლუციონერებს ვასილ ჟღენტს, ილია იმერლიშვილს, ვასო ფარესიშვილსა და სხვ. ცნობილი იყო, როგორც მოხერხებული კონსპირატორი, უშიშარი, დაუზარელი და მტკიცე ნებისყოფის, უანგარო, რევოლუციისთვის თავდადებული მუშაკი. რევოლუციური მოღვაწეობისთვის მეფის მთავრობამ 1913 წლის 15 იანვრის შეიპყრო, 10 თვე გამოძიებაში ჰყავდა, რის შემდეგ 8 წლით კატორღა მიუსაჯეს. კატორღიდან დაბრუნდა 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. ციხეში იჯდა შვილთან ერთდ. რევოლუციონერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.10


გააზიარე: