შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა ტვილდიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. სწავლობდა აფხაზეთის უნივერსიტეტის ფიზკულტურის ფაკულტეტზე. პირველი კურსის დახურვისთანავე გაიწვიეს სამხედრო სამსახურში ქ. ვოლგოგრადში, საიდანაც სერჟანტის წოდებით დაბრუნდა და სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1990 წელს. მუშაობდა სოხუმის მე-19 სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სამხედრო მომზადების მასწავლებლად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს იცავდა სოფელ ახალშენის მისადგომებს. ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა. დაიღუპა 1993 წლის 4 ივლისს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.391-392
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |