The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ღვლიღვაშვილი

ვასილ ღვლიღვაშვილი
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი 1984 წელს; სტავროპოლის (რუსეთი) მეცხვარეობის და მეთხეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1991 წელს; საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის დოქტურანტურა 1998 წელს.

2006-2010წწ. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი სამეცნიერო-კვლევითი საკოორდინაციო სამსახური, უფროსი; 2010 წელს საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტი, ცხვრის ხორცისა და მატყ- ლის წარმოების ტექნოლოგიის განყოფილება, განყოფილების გამგე; 2013-2014წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, სამეცნიერო საქმიანობის კოორდინატორი; 2014-2015წწ. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, პროექტების განხილვა-შეფასების განყოფილება, მეცხოველეობის ექსპერტი; 2014-2015წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, მეცხოველეობისა და საკვებწარმოების ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე; 2015-2019წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, მიწის ფონდის მართვის მეცნიერული უზრუნველყოფის მუდმივ-მოქმედი კომისია, კომისის წევრი; 2016 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აგრარული ტექნოლოგიების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, პროფესორი; 2023 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო-სენატი, სენატის წევრი. 100-დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2016).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: