შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ემენ ტაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაღალ ჯუმათი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ცენტრალური პარტიული სკოლა 1930 წელს; მოსკოვის იურიდიული ინსტიტუტი 1941 წელს. 1924 წელს შევიდა ლენინურ-სტალინური კომკავშირის რიგებში; 1936 წლიდან საკავშირო კ. პ. (ბ) წევრია; 1939-1942წწ. მუშაობდა საქართველოს კ.პ. (ბ) მახარაძის რაიონის მეორე მდივნად; 1943-1945წწ. პარტიის ხულოს რაიკომის პირველ მდივნად; 1945 წლიდან ქობულეთის რაიკომის პირველ მდივნად 1935 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის რაიონის მოსამართლედ; 1937 წლიდან ამავე რაიონის პროკურორია, შემდეგ პარტიულ სამუშაოზეა. 1955 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ; 1961-1962წწ. მუშაობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge; 1947 წლის 9 თებერვალს ყველანი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე : ხმა მიეცით ლენინ - სტალინის პარტიის ერთგულ შვილს ემენ პართენის ძე ტაკიძეს : პლაკატი. - თბ.,1947. - 1გვ.; ემენ ტაკიძე : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1993. - 15 ივნისი. - N157 (3198) - 8გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |