შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ შატბერაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 2021 წელს (თბილისი, საქართველო); Northeastern University-ის სამართლის სკოლაში მიიღო სამართლის მაგისტრის (LL.M) ხარისხი (ბოსტონი, MA, 2021-2022), იყო დამსახურების სტიპენდიის მფლობელი და Northeastern-ის სტუდენტური ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-თავმჯდომარე კომუნიკაციების მიმართულებით; სწავლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰენიკერში, ნიუ-ჰემფშირის შტატში New England College-ის Executive MBA პროგრამაზე (ჰენიკერი, NH, 2023-2025). მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში შემდეგ საადვოკატო კომპანიებში: Georges Cote LLP (ჩელსი, MA), Justice Bridge Legal Center (ბოსტონი, MA), Ivy Law P.C. (ბოსტონი, MA), Justice Catalyst Law (ნიუ-იორკი, NY); საქართველოში გაიარა სტაჟირება საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოში; დააარსა და ხელმძღვანელობს Solvigate Justice Services, Inc.-ს (ბოსტონი, MA); ასევე იყო საქართველოს სავაჭრო-კომერციული ცენტრების ასოციაციისა და Golden Ark LLC-ის ოფიციალური წარმომადგენელი აშშ-ში; არის ჰარვარდის კლუბის (ბოსტონი) წევრი, მასაჩუსეტსის შტატის რეგისტრირებული ნოტარიუსი და სერტიფიცირებული ადამიანთა უფლებების კონსულტანტი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |