| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დარეჯანი გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ვანის რაიონი. წლების განმავლობაში გაზეთ "ქუთაისის" რედაქციაში მუშაობდა გამომშვებად, კორესპონდენტად, პოლიტიკური განყოფილების გამგედ, რედაქტორის მოადგილედ, იყო ორგანიზაციულ ხელმძღვანელ თანამდებობაზე. იგი ახალგაზრდა კოლეგების დაოსტატების საქმეს ემსახურებოდა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში, 2001 წლიდან რედაქტორობდა დამოუკიდებელ საზოგადოებრივ პოლიტიკურ გაზეთს "ანარეკლი", ხელმძღვანელობდა ჟურნალისტთა საგამოძიებო ბიუროს შემოქმედებით ჯგუფს. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.91
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

