The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი ბერაძე

ალექსი ბერაძე
სხვა სახელი:ლექსო ბერაძე
დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1965
გარდაცვ. თარიღი:26 სექტემბერი, 1993  (28 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბუკნარი, ჩოხატაურის რაიონი.

მუშაობდა ჩოხატაურის რაიაღმასკომის საფინანსო განყოფილებაში. 1993 წლის 6 აგვისტოს მოხალისედ წავიდა აფხაზეთში საბრძოლველად. ირიცხებოდა ქუთაისის რეზერვისტთა მესამე ბატალიონის რიგით მებრძოლად. 21 სექტემბერს, მებრძოლებთან ერთად, მივლინებულ იქნა სოხუმში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. 1993 წლის 26 სექტემბრიდან, სოხუმზე განხორციელებული შეტევის შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. (ამოცნობილ იქნა სოხუმში, "ახალი რაიონში" მე-15 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამარხიდან ამოღებულ ნეშტებს შორის). 2019 წლის მარტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ალექსი ბერაძის ნეშტის იდენტიფიცირება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge; საქართველოს საზოგადოებრივი არხი: 1tv.ge


გააზიარე: