| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია გვრიტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1978 წელს; უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი კინომცოდნეობის სპეციალობით. მუშაობდა საქართველოს რადიოს ახალგაზრდული პროგრამების რედაქციაში, 1979 წელს მიიღეს რედაქტორად. იგი ამზადებდა რადიოპროგრამებს: "სიჭაბუკე", "სამშობლო განა მარტო ლამაზი მთებია!", "მივლინებით საშეფო მშენებლობებზე" და სხვა. 1981 წლიდან გადაიყვანეს პარტიულ სამუშაოზე (სამი წელი იყო ტელევიზიის კომკავშირის კომიტეტის მდივანი); 1985-1992წწ. დანიშნეს რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარ რედაქტორად; 1995 წლიდან მუშაობდა პროფესიონალთა გუნდთან ერთად გაზეთში "სამშობლო ფორტე"; 1997 წლიდან სამედიცინო გადაცემების სახით საქართველოს რადიოს ეთერში სხვადასხვა დროს გადიოდა მისი: "არეალი", "ციტო", "ექიმი გვირჩევს", "იცოცხლეთ, ბატონო", "ოჯახის ექიმი", "სოციალური საათი მრგვალ მაგიდასთან". წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.92 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

