| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იზაბელა გერმესაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1960წწ. მუშაობდა შ. რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში; 1960 წლიდან გაზეთ "სოფლის ცხოვრების" რედაქციაში ჯერ ლიტერატურულ თანამშრომლად, შემდეგ გამსვლელ კორესპონდენტად, კულტურისა და მეცნიერების განყოფილების გამგედ; 1993 წლიდან იყო ამ გაზეთის სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე; პრესაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები, მათ შორის საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ორი საპატიო სიგელი (1972 და 1983 წელს). წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.98 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

