The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი კარანაძე

აკაკი კარანაძე
დაბადების თარიღი:1927
გარდაცვ. თარიღი:1992  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი 1950 წელს.

1958 წლიდან მოღვაწეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო სამართლის კათედრაზე. 1971-1984წწ. წლებში ამავე კათედრის დოცენტის თანამდებობაზეა. 1972 წლიდან 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს. აკაკი კარანაძის სახელს უკავშირდება უზენაესი სასამართლოს შენობის აღდგენა - რეკონსტრუქცია და მისი მართლმსაჯულების სასახლედ ქცევა. 1990 წლიდან კვლავ სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდა. იყო იურიდიული მეცნიერებათა კანდიდატი. ავტორია 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის - სამი მონოგრაფიისა. 

წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: