The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ბაინდურაშვილი

გრიგოლ ბაინდურაშვილი
Other name:გია ბაინდურაშვილი
Date of birth:22 February, 1963
Date of death:1992  (at 28 years)
Burial location:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
Category:Military Person, Hero of Georgia, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1983 წელს; სტუდენტობის პერიოდში, 1978-1981 წლებში მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში ფიზაღზრდის მასწავლებლად და მწვრთნელად. 1985 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში სასაზღვრო ჯარის ნაწილებში, 1987 წლიდან კი მუშაობდა საქართველოს სპორტსახკომის ცენტრალურ აპარატში საორგანიზაციო მუშაობის, კადრებისა და მოსახლეობის ფიზაღზრდის სამმართველოს უფროს მეთოდისტად. 1990 წლის თებერვლიდან ტრავმული დაზიანების გამო (ქვემო კიდურების ბარძაყისა ღა წვივის ძვლების მრავლობითი მოტხილობა). იყო მეორე ჯგუფის ინვალიდი. მიუხედავად ამისა, აფხაზეთში შექმნილი კონფლიქტის გამო, 27 აგვისტოს იგი მხედრიონთან ერთად გადაფრინდა სოხუმში, იქედან კი გაგრაში. 30 აგვისტოს მონაწილეობდა გაგრა-კოლხეთის ბრძოლებში. დაიღუპა სამ თანმებრძოლთან და მეთაურთან ერთად 1992 წლის 30 ავგისტოს ქ. გაგრაში, თავის არეში მიღებული ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.64


Share: