შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ბაინდურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1983 წელს; სტუდენტობის პერიოდში, 1978-1981 წლებში მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში ფიზაღზრდის მასწავლებლად და მწვრთნელად. 1985 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში სასაზღვრო ჯარის ნაწილებში, 1987 წლიდან კი მუშაობდა საქართველოს სპორტსახკომის ცენტრალურ აპარატში საორგანიზაციო მუშაობის, კადრებისა და მოსახლეობის ფიზაღზრდის სამმართველოს უფროს მეთოდისტად. 1990 წლის თებერვლიდან ტრავმული დაზიანების გამო (ქვემო კიდურების ბარძაყისა ღა წვივის ძვლების მრავლობითი მოტხილობა). იყო მეორე ჯგუფის ინვალიდი. მიუხედავად ამისა, აფხაზეთში შექმნილი კონფლიქტის გამო, 27 აგვისტოს იგი მხედრიონთან ერთად გადაფრინდა სოხუმში, იქედან კი გაგრაში. 30 აგვისტოს მონაწილეობდა გაგრა-კოლხეთის ბრძოლებში. დაიღუპა სამ თანმებრძოლთან და მეთაურთან ერთად 1992 წლის 30 ავგისტოს ქ. გაგრაში, თავის არეში მიღებული ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.64
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |