The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ბაქარაშვილი

გია ბაქარაშვილი
დაბადების თარიღი:12 ივნისი, 1965
გარდაცვ. თარიღი:20 ნოემბერი, 1992  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სამხედრო ვალდებულება ციმბირში მოიხადა. მუშაობდა კავშირგაბმულობის და საქაგრომრეწვის სამინისტროებში მძღოლად. ეროვნულ მოძრაობაში ჩაება 1989 წლიდან. იბრძოდა სამაჩაბლოში, იყო საზოგადოება "რაინდის" წევრი. 1992 წელს 11 აგვისტოდან წავიდა აფხაზეთში, როგორც ქაქუცა ჩოლოყაშვილის ლეგიონის ოფიცერი, იბრძოდა ეშერასთან, ტამიშთან. დაიღუპა 20 ნოემბერს კელასურთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.66-67


გააზიარე: