| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაკა დოლიძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1979 წელს; ასპირანტურა 1984 წელს. სწავლის პარალელურად მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიოკომიტეტში; 1979-1984წწ. გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში" შტატგარეშე კორესპონდენტად; 1980 წლიდან ლექციებს კითხულობდა საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის აკადემიაში, სპორტული ჟურნალისტიკის კათედრაზე; 1984 წლიდან მუშაობდა ეროვნებათშორის ურთიერთობათა სამეცნიერო ცენტრში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ კი უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1989 წლიდან მუშაობს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1995 წლიდან ლექციებს კითხულობდა აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში; საქართელოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიცისტური წერილი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.104
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

