შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეონტი მამალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხევი, ჩოხატაურის რაიონი. 1886 წლიდან ვანო დოლმაზაშვილის, გიგაურისა და იოსებ დავითაშვილის წრეში მონაწილეობდა, სადაც, უმთავრესად, ქართული წიგნების კითხვით ცდილობდნენ თვითგანვითარებას. 1888 წლიდან იყო მუშათა ჯგუფის ერთი-ერთი აქტიური მონაწილე. სოციალ-დემოკრატიული წრეების ჩამოყალიბების დროს, ნაძალადევის რაიონში მუშაობდა, 1895-1896 წლებში არსენალში ჰყავდა ჯგუფი, რომლის წევრებს სოციალისტური შინაარსის წიგნებს აკითხებდა. 1897 წელს, სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის დავალებით, ადელხანოვის ფეხსაცმლის ქარხანაში დაიწყო მუშაობა და წრეები შექმნა (სადაც პროპაგანდას ეწეოდნენ რ. კალაძე, სოსო ჯუღაშვილი, სოსო იმედაშვილი და სხვ.), დააარსა მუშების ურთიერთდამხმარე სალარო და სხვ. 1899 წელს გლდნის ხეობაში (ღრმაღელეში) არალეგალურ პირველმაისობაში მონაწილეობდა, 1900 წელს ტბაზე დაესწრო პირველმაისობას, როგორც ორთაჭალა-ავლაბრის რაიონის მუშათა წარმომადგენელი. 1901 წლის 22 აპრილის პირველ პირველმაისობის ერთი აქტიური მესვეურთაგანი იყო. ლეონტი მამალაძემ რევოლვერი დაუშინა კაზაკებს, ჟანდარმებსა და პოლიციას იარაღით წინააღმდეგობა გაუწია და ერთი პოლიციელი დაჭრა, რის გამოც, პოლიციამ, ჟანდარმებმა დაკაზაკებმა უმოწყალოდ სცემეს და ქ. ორლოვის საკატორღო ციხეში, იქედან ორლოვის გუბერნიის ქ. ელეცში გადაასახლეს 5 წლით. 1905 წელს ციმბირიდან გამოიქცა, არალეგალურად ცხოვრობდა და რევოლუციურ მუშაობას ეწეოდა (გორი, ცხინვალი და ხაშური) წითელი რაზმის შესაიარაღებლად. იმავე წელს, გ. ერაძესთან ერთად, ბათუმში გაიგზავნა ბარცხანიდან არალეგალური სტამბის გადმოსატანად თბილისის კომიტეტის განკარგულებაში. 1906 წელს შეიპყრეს, გაასამართალა სამხედრო სასამართლომ, მიუსაჯეს დახვრეტა. ეს განაჩენი სათათბიროს წევრთა დახმარებით, 4 წლით კატორღით შეუცვალეს, რაც შემდეგ ციხით შეეცვალა, ხოლო მთავრობის განკარგულებით მთელი ქონება ჩამოერთვა. 4 წლის შემდეგ, ციხიდან პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გამოუშვეს. პოლიციას დაემალა და დუშეთის მაზრაში რევოლუციურ მუშაობას აწარმოებდა. 1915 წელს, მთავრობის მოთხოვნით, როგორც ხელოსანი, არსენალში დაბრუნდა. 1500 მუშას შორის ომის საწინააღმდეგო პროკლამაციას ავრცელებდა ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე, რომლებიც არსენალისა ახლოს, სომხურ სემინარიაში მოწყობილ არალეგალურ სტამბაში იბეჭდებოდა. რევოლუციის ორგანიზატორი და პროპაგანდისტი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.18 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |