The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია ებრალიძე-იაშვილი

ოფიციალური სახელი:მაია ებრალიძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მთარგმნელი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1985 წელს.

მუშაობდა გაზეთ "სახალხო განათლებაში", სადაც მანამდეც თანამშრომლობდა, როგორც შტატგარეშე კორესპონდენტი. 1986 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე უფროს ლაბორანტად; 2000 წელს სამუშაოდ გადავიდა ქართულ პრესაში გაზეთის კორესპონდენტად, სტილისტად, პასუხისმგებელ მდივნად. იგი ავტორია მრავალი პუბლიკაციისა სხვადასხვა ჟურნალისტურ ჟანრში, გამოქვეყნებულია აგრეთვე მისი საკმაოდ ვრცელი თარგმანები.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.104

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1996-)

გააზიარე: