შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო დარსაველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსუბუქი მრეწველობის წარმოების მენეჯერის კვალიფიკაციით 1998 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2012 წელს. 2001 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 2001-2006წწ. ინფორმატიკისა და მანქანათმშენებლობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრა, კათედრის ასისტენტი; 2006-2010წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, მოწვეული სპეციალისტი; 2010-2021წწ. ტრანსპორტისა და მანქანათმშენებლობის მენეჯმენტის დეპარტამენტი, უფროსი მასწავლებელი, ასისტენტ პროფესორი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. 38 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ეკონომიკის აკადემიური დოქტორი (2012), პროფესორი (2010). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |