The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოჩა ჯეირანაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი
Date of birth:29 November, 1977  (47 years)
Category:Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს.
2002-2004წწ. იყო ახალციხის შს რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის არასრულწლოვანთა საქმეების უფროსი ინსპექტორი. 2004-2005წწ. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს კორუფციასთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორი. 2005-2006წწ. მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების გამომძიებლად. 2006-2007წწ. მუშაობდა ახალციხის რაიონის შს განყოფილების კრიმინალური პოლიციის ჯგუფის უფროს გამომძიებლად. 2007-2009წწ. მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად. 2009 წელს იყო წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში. 2012-2018წწ. ახალციხის რაიონული სასამართლოს  თავმჯდომარე. 2009-2018წწ. იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2018 წლის იანვრიდან თანამდებობაზე გამწესებული იყო უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2010-2018წწ. ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. 2018-2020წწ. იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე. 2020-2021წწ. იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2021 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. 2021 წლის დეკემბრიდან 2024 წლის ოქტომბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. 2024 წლის 18 ოქტომბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge


Share: