| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინე ვეკუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1979 წელს; ასპირანტურა 1982 წელს. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა საქართველოს ტელევიზიის სამეცნიერო რედაქციასთან; გაზეთების რედაქციებთან "ვეჩერნი ტბილისი", "მოლოდიოჟ გრუზიი"; 1988-2009 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, სადაც, პარალელურად, სხვადასხვა დროს ეკავა ადმინისტრაციული თანამდებობები, მათ შორის – ფაკულტეტის დეკანი; 2008-2009 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი; 2009 წლიდან აგრძელებს აკადემიურ საქმიანობას რამდენიმე უმალეს სასწავლებელში: საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ალტე უნივერსიტეტში; 2019 წლიდან არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მედიის ექსპერტი. იყო მოწვეული ლექტორი შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში: American University, ამერიკული უნივერსიტეტი (აშშ, ვაშინგტონი, 2001); შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (2016); კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (2022). მისი ავტორობით გამოიცა რამდენიმე მონოგრაფია, მრავალი სტატია; არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის წევრი (Institute d’Etudes Europeennes et Internationales de Reims, France IEEI). 2019 წლიდან არის რ. ლომინაძის სახელობის ფონდის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეცნიერების პოპულარიზაცია რესპუბლიკურ პრესაში", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.106; საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი – GIU: giu.edu.ge; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

