| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიუდმილა ჩიხლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.დაამთავრა სოხუმის დ. არაყიშვილის სახ. მუსიკალური სასწავლებლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის განყოფილება 1941 წელს; მოსკოვის საოპერო სტუდიის ქორეოგრაფიული განყოფილება 1950 წელს; ა. ლუნაჩარსკის სახ. მოსკოვის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის საბალეტმაისტერო განყოფილება რეჟისორ-ბალეტმაისტერის კვალიფიკაციით 1956 წელს. 1941 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ჯარების თბილისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. 1943-1945 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სოხუმის სამხედრო ნაწილის ანსამბლის მოცეკვავე-ბალეტმაისტერი. 1946-1948 წლებში სამხედრო სამსახურიდან დემობილიზებული მუშაობდა სოხუმის მუსიკალური სასწავლებლის ქორეოგრაფიული განყოფილების პედაგოგად, პარალელურად სწავლას განაგრძობდა კლასიკურ ქორეოგრაფიაში პ. ჩებოტარიოვის ხელმძღვანელობით. 1950-1952 წლებში იყო მოსკოვის ოლქის ქალაქ სტუპინოს ქორეოგრაფიული კოლექტივის ხელმძღვანელი. 1955-1956 წლებში კაუნასის (ლიტვა) მუსიკალურ-დრამატული თეატრისა და ვილნიუსის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ბალეტმაისტერია. 1957-1959 წლებში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე-მსახიობი და ქორეოგრაფია. 1958 წელს თბილისში გამართულ აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მიიღო მონაწილეობა. მუშაობდა სოხუმის, ჩრდილოეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფად, სოხუმის საოპერო სტუდიის ბალეტმაისტერი, საბავშვო სპორტული სკოლის პედაგოგად, აფხაზეთის მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების რეჟისორ-ბალეტმაისტერი, ამავე საზოგადოების სოხუმის ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდიის დირექტორი. წარმატებით ასრულებდა ცეკვებს: "ქართულს", "მოხეურს", "ესპანურს", "ბოშურს", "კინტოურს". დადგმული აქვს 100-ზე მეტი სხვადასხვა ხალხის ცეკვები და კლასიკური ნაწარმოებები (ბალეტი, ცეკვები ოპერებში, ოპერეტებში დრამატულ თეატრებში), ქართული ცეკვები დადგა პრაღის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლსა და ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. დაჯილდოებულია მრავალი საპატიო სიგელითა და დიპლომით. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.137-138 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

