The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამუკა ვასაძე

მამუკა ვასაძე
Date of birth:24 June, 1981  (43 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლისმცოდნის სპეციალობით, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია 2003 წელს; 2018 წლის 2 აპრილიდან არის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დოქტორანტი; 2006 წელს წარმატებით ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2005 წელს მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის საგამოძიებო სამმართველოს მესამე განყოფილების გამომძიებლად; 2005-2007წწ. იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს გამომძიებელი, ამავე სამმართველოს უფროსი გამომძიებელი; 2007-2009წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი გამომძიებელი; 2009-2011წწ. მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი გამომძიებელის, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილის, საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე; 2012 წელს იყო საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2012-2013წწ. იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი, ამავე სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2013-2014წწ. ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა; 2014 -2015წწ.  მუშობდა საქართველოს პროკურატურაში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე; 2015-2018წწ. იყო საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე; 2018 წლის 16 დეკემბრიდან 2019 წლის 12 დეკემბრამდე ეკავა საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობა; 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019 წლის 19 დეკემბრიდან არის უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი.

წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge


Share: