Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მირანდა ერემაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა პროფესორ ჯ. ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი 1995 წელს; 1994-1995წწ. მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს გამომცემლობაში იურისტად; 1999-2005წწ. თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ; 2006 წელს სსიპ დეპარტამენტ "სამტრესტში" ეკონომიკურ-ადმინისტრაციული სამმართველოს იურისტად; 2006 წლის 29 აგვისტოს დაინიშნა ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ; 2007-2010წწ. იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2010 წლებში მივლინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად; 2010-2016წწ. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2014-2016წწ. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი; 2016 წელს - საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე; 2016-2019წწ. საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი; 2019 წლის აგვისტოდან არის "საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის" თავმჯდომარე; 2016 წლის ივლისიდან 2019 წლის 12 დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე; 2017 წლის ოქტომბრიდან აღნიშნულ თანამდებობაზე განწესებული იყო უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019 წლის 19 დეკემბრიდან 2022 წლის 17 ოქტომბრამდე იყო უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი. 2024 წლის 11 აპრილიდან არის სადისციპლინო პალატის წევრი და თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |