The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიზო ზარნაძე

გიზო ზარნაძე
დაბადების თარიღი:1932  (94 წლის)
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა კიევის ფრუნზეს სახელობის სამხედრო საოფიცრო სასწავლებელი 1955 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1967 წელს.

1951 წელს მუშაობდა სტატისტად თბილისის მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; კიევის ფრუნზეს სახელობის სამხედრო საოფიცრო სასწავლებელის დამთავრების შემდეგ გახდა ლეიტენანტი; 1955-1956წწ. მსახურობდა ქართულ, ნაციონალურ დივიზიაში ოცეულის მეთაურად; დივიზიის დაშლის შემდეგ, 1957-1961წწ. მუშაობდა უზბეკეთის რესპუბლიკაში, სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობებზე; 1965 წელს გამომცემლობა "ნაკადულმა" გამოსცა მისი მოთხრობა "ჩემი ყავარჯნიანი მამა", რომელმაც გამომცემლობის კონკურსში გაიმარჯვა; 1968–1980წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, ლიტერატურული პროგრამების განყოფილების ჯერ უმცროს რედაქტორად, რედაქტორად და ბოლოს გამგედ; გამოცემული აქვს წიგნები: "ჩემი ყავარჯნიანი მამა", "პირველი სუსხი", "ბეიკა მაკონიკო", "ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისად", "რამდენიმე ხალისიანი ეპიზოდი ოტიას ცხოვრებიდან", მიხეილ ზარნაძის მოთხრობების თარგმანი. მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.106

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1981-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: